Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

Galt & Taggart: ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული კვირის შედეგების მიხედვით ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

მარშალ პრესი 13/07/2024
gt

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული კვირის შედეგების მიხედვით, ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. აის შესახებ გამოცემა bm.ge საინვესტიციო ბანკზე, Galt & Taggart (გალტ & თაგარტი) დაყრდნობით წერს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.

გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო: “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 5.28%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 43.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.15 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 29.31%-ით გაიზარდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 5.55%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 29.45 გირვანქა სტერლინგი ღირს.

კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.62 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 0.36%-ით გაიზარდა. “საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 3.81%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 508 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 10.55%-ით გაიზარდა.

Post navigation

Previous: თინა ბოკუჩავას მოადგილედ 22 წლის იგორ ნარმანია დანიშნეს (ვიდეო)
Next: ჩვენი წერილი საზოგადოების ერთგვარი გაფრთხილებაა – მზად იყვნენ, რომ ჩამოყალიბდება ვითომ ნეიტრალური და მესამე ძალის ცენტრები, რომლებიც სინამდვილეში – არავითარი მესამე ძალა არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.