იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს:
“ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციამ ინტერპელაციის წესით გამოგვიგზავნა კითხვა იმის შესახებ თუ რა ღონისძიებები ტარდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის კუთხით და რამდენად შეესაბამება იგი ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს.
მადლობას ვუხდი ჩვენს ღირსეულ თანამშრომლებს რომლებიც 24 საათის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურებიან.”

