Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან

მარშალ პრესი 12/07/2024
un

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

რეზოლუციას სახელწოდებით უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მხარი დაუჭირა 99-მა სახელმწიფომ, ცხრა – წინააღმდეგ წავიდა (ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ერიტრეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი და სირია), ხოლო სამოცმა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

რეზოლუცია რუსეთისგან მოითხოვს სასწრაფოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და დაუყოვნებლივ დააბრუნოს სადგური უკრაინის კონტროლის ქვეშ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიას შეხვდა
Next: ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.