Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა ქვეყნის თავდაცვას ართმევენ ფულს და პრაქტიკულად გადაამისამართებენ თავდასხმაზე [არასამთავრობო სექტორზე], პარტნიორების მხრიდან არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ეს რეალობაა

მარშალ პრესი 12/07/2024
dimitri khundadze

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის დაფინანსების თემით შანტაჟს გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას პარტნიორების ქმედება გააკრიტიკა. როგორც ხუნდაძემ განაცხადა, როცა პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის განკუთვნილი დახმარება ხმარდება ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიას, ეს მიუღებელი და არასწორი ქმედებაა.

„პარტნიორების მხრიდან ამგვარი საქციელი, როცა ქვეყნის თავდაცვას ართმევენ ფულს და პრაქტიკულად გადაამისამართებენ თავდასხმაზე (თავდასხმაში ვგულისხმობ არასამთავრობო სექტორს, რომელიც ძირითადად დესტრუქციით გამოირჩევა) არ არის სწორი, მაგრამ ეს რეალობაა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს დეფიციტი შევსებულია და კიდევ უფრო მეტი თანხა იქნება მობილიზებული, ვიდრე თავდაცვის სექტორისთვის დასავლეთის დახმარებით იყო გათვალისწინებული.

მაშინ [2008 წელი] დასავლეთში ნახევარი გულით მოეკიდნენ საქართველოში რუსეთის შემოჭრას. სამაგიეროდ, მთელი გულით ეკიდებიან ქვეყანაში დესტრუქციული ოპოზიციის მხარდასაჭერად დაფინანსებას, განცხადებებს და ორმაგი სტანდარტების ამოქმედებასაც,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

ორმაგ სტანდარტებში დიმიტრი ხუნდაძემ წინასაარჩევნო მანიპულაცია ახსენა, რაც ოპოზიციის სასარგებლოდ ხორციელდება და მისი წახალისებისკენაა მიმართული. „ეს არის ორმაგი სტანდარტი და წინასაარჩევნო მანიპულაცია დესტრუქციული ოპოზიციის სასარგებლოდ, რომ მათ რამენაირად სული შთაბერონ. ხედავთ, რომ რაღაც დაფინანსებაზე საუბრობენ, რომელსაც შეუწყვეტენ ქვეყანას და ამ თანხას გადაამისამართებენ არასამთავრობო სექტორისკენ, რომლის იმედადაც ცდილობენ ქვეყანაში აურზაური მოაწყონ,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი – ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს?
Next: კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.