Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გადატვირთვა ნიშნავს ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმას პარტნიორობასთან დაკავშირებით – ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯები გადადგმულია, იქითა მხრიდან – დასავლეთიდან კი, მუქარები ისმის

მარშალ პრესი 12/07/2024
guram macharashvili

„ჩვენ გვახსოვს ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვები – „აღშფოთებულები“ და „შეშფოთებულები“. ახლა კი ახალი სიტყვაა – „გადატვირთვა“. – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განახადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თბილისში ვიზიტის შეფასებისას.

მისი თქმით, გადატვირთვა ნიშნავს ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმას პარტნიორობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს მხრიდან გადადგმულია, იქითა მხრიდან – დასავლეთიდან კი, მუქარები ისმის.

„გადატვირთვა ნიშნავს ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმას პარტნიორობასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯები გადადგმულია – ვსაუბრობთ, ვეუბნებით, ვთავაზობთ და ა.შ., იქითა მხრიდან – [დასავლეთიდან კი], ურთიერთობების შეწყვეტასა და ფულადი სახსრების არასწორი მიმართულებით მიმართვაზე მუქარები ისმის. რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხისა და ჯარისკაცების დაფინანსების ნაცვლად, აცხადებენ, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და იმ ენჯეოებს დააფინანსებენ, რომლებიც ქართველ პოლიციელებს ცოცხლად დაწვას უპირებდნენ.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: აგვისტოს ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, როდესაც წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით
Next: დასავლეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა წინასაარჩევნოდ. მებრძოლი ჯარისთვის ფულის წართმევამ და ენჯეოებისთვის გადაცემამ, ოპოზიციის მიმართ ხალხში აგრესია გაზარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.