Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დასანქცირებით რომ შემოდიხარ და მეგობარი ვარო, ამბობ, ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია

მარშალ პრესი 12/07/2024
guram macharashvili1

„როცა კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოსთვის დასანქცირება არის „მეგობარი აქტი“ და ეს მეგობრობისთვის კეთდება, მაშინ რა გამოდის – რუსეთის წინააღმდეგ რომ სანქციებს იყენებენ, ეს მეგობრობის აქტია რუსეთის მიმართ?“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მეგობარი აქტს“.

მისი თქმით, როცა პარტნიორი პარტნიორთან სანქციებს მიმართავს და ამას მეგობრობას უწოდებს, ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია.

„ასე, რუსეთი რომ შემოვიდა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია განახორციელა, მასაც არ უთქვამს – ეს ქვეყანა უნდა დავიპყროო, არამედ, მანაც თქვა, რომ აფხაზეთისა და ოსეთის უფლებები ირღვევა და მათ დასაცავად შემოვდივარო. ეს იყო ფარი, რეალურად კი ოკუპაცია მოახდინა. დასანქცირებით რომ შემოდიხარ და მეგობარი ვარო, ამბობ, რა თქმა უნდა, ეს დაუჯერებელია.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
Next: აგვისტოს ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, როდესაც წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.