Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წარმოიდგინეთ, ჩართულები ვართ რუსეთ-უკრაინის ომში, მხოლოდ ჩვენი შვილები მიჰყავთ ომში, ლომჯარიებს, უსუფაშვილებს, გიგაურებს ექნებათ ჯავშანი- ანუ, თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ

მარშალ პრესი 12/07/2024
nino pochkhua

ექსპერტი ნინო ფოჩხუა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა.

მისი თქმით, თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ, ჩვენი შვილები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მაშველები მხოლოდ საზარბაზნე ხორცია.

“ერთი წუთით წარმოიდგინეთ, (ღმერთმა დაგვიფაროს) ჩართულები ვართ რუსეთ-უკრაინის ომში, მიდის ახალგაზრდების მობილიზაცია, მხოლოდ ჩვენი შვილები მიჰყავთ ომში, ლომჯარიებს, უსუფაშვილებს, გიგაურებს ექნებათ ჯავშანი ანუ თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ, (აგენტურას როგორ გაწირავენ) ჩვენი შვილები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მაშველები მხოლოდ საზარბაზნე ხორცია, უცხოელი პატრონებისგან არ მიკვირს, მაგრამ ამ ჩვენი არასამთავროების გაყიდულ წარმომადგენლებს ნუთუ სინდისი არ შეაწუხებს სხვისი შვილების სისხლის კალო რომ დადგება ქვეყანაში, თუმცა ლომჯარიებს სად აქვთ სინდისი, როცა საქართველოს ცაზე ბომბების წვიმას ნატრულობენ. წარმოუდგენელია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ამ სცენარს ამზადებენ ჩვენთვისაც, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, არავის უნდა მივცეთ უფლება დაეპატრონოს ჩვენს ქვეყანას.”- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: დასავლელ პარტნიორებს შორის ბევრს ექნება სურვილი, არ ცნოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგი, მაგრამ არჩევნების მაღალი სტანდარტი მათ ამის შანსს არ დაუტოვებს
Next: ევროკავშირში უკრაინის ვითომ გაწევრიანების ფასი ესაა – აგენტი “ენჯეოშნიკების” სახელმწიფო ვალდებულებებისგან გათავისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.