Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობისგან თითქოს გამიჯნული ძალები და მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატები „ქართული ოცნების“ ხმებზე ან იმ ნეიტრალურ ადამიანებზე ინადირებენ, რომლებიც თითქოს „ოცნებაზე“ არიან განაწყენებულები

მარშალ პრესი 12/07/2024
mikheil kavelashvili

გახარია-ხაზარაძის შესაძლო პოლიტიკურ ალიანსს „მესამე ცენტრის“ შექმნის მცდელობად აფასებს „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს ცენტრი სხვა არაფერია, თუ არა აგენტურა.

მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ადამიანები, მათ შორის მმართველი გუნდის ყოფილი წევრები, ახალი ალიანსით უერთდებიან საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ უცხოურ ძალებს და ასრულებენ მათ დაკვეთას. „ნაციონალური მოძრაობისგან თითქოს გამიჯნული ძალები და მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატები „ქართული ოცნების“ ხმებზე ან იმ ნეიტრალურ ადამიანებზე ინადირებენ, რომლებიც თითქოს „ოცნებაზე“ არიან განაწყენებულები. ეს ერთგვარი „მესამე ცენტრის“ შექმნის მცდელობაა. ეს ძალები ერთიანი ფრონტით უკავშირდებიან საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლებს. ეს არის აგენტურა,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: გაწირეს უკრაინელი ერი – ზურაბ ქადაგიძე
Next: დასავლელ პარტნიორებს შორის ბევრს ექნება სურვილი, არ ცნოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგი, მაგრამ არჩევნების მაღალი სტანდარტი მათ ამის შანსს არ დაუტოვებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.