Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სად არიან ის რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებიც გვიკიჟინებდნენ სანქციების დაწესებაზე, გამოვიდნენ და დაგმონ

მარშალ პრესი 12/07/2024
irakli zarkua

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სანქციების პარალელურად რუსეთთან ევროპის ქვეყნები კვლავ წარმატებით ვაჭრობენ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე ბალტიისპირეთის ქვეყნებია.

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ანდრიუს კუბილიუსს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

„ევროპულმა სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ევროკავშირის ვაჭრობის მონაცემები რუსეთთან. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი არის პირველ ადგილას. 2020-2023 წელს 12 და 28%–ით გაუზრდიათ ვაჭრობა რუსეთთან.

მათი ლიდერები და წარმომადგენლები ჩვენ გვიკიჟინებდნენ, რომ რუსეთისთვის სანქცია დაგვეწესებინა. მისტერ კუბილიუს რა ხდება? ეგ როგორ ხდება?თქვენი ქვეყანა ლიეტუვა პირველ ადგილზე გავიდა რუსეთთან ვაჭრობით. მე ველოდები ევროპარლამენტის იმ რეზოლუციაში, რომ დაგმობთ თქვენი მთავრობის ამ ქმედებას. სამარცხვინოა, ორმაგ სტანდარტს არ გაგიტარებთ.

სად არიან ის რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებიც გვიკიჟინებდნენ სანქციების დაწესებაზე , გამოვიდნენ და დაგმონ“, – განაცხადა ზარქუამ.

Post navigation

Previous: მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში. ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის
Next: ევროკავშირი არ არის რელიგია, რომელსაც თუ შეეწირები იმქვეყნად ზეციურ ევროკავშირში სამუდამო განსასვენებელს იპოვი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.