Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არაერთხელ მოვუწოდე დაეგმოთ ევროპის სახელით და ხშირ შემთხვევაში ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის და ტერორის კამპანია – ვაფრთხილებდი, რომ მათ დუმილს ისინი ძალადობის მოწონებად აღიქვამდნენ

მარშალ პრესი 11/07/2024
SHALVA PAPUASHVILI

ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს და ბიუროკრატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება, თანაც ყალბი ენჯეოების სქემების გამოყენებით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არაერთხელ მოუწოდა მათ, დაეგმოთ ევროპის სახელით და ხშირ შემთხვევაში ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის და ტერორის კამპანია.

,,ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს და ბიუროკრატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება, თანაც ყალბი ენჯეოების სქემების გამოყენებით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას (აღარაფერს ვიტყვი დეპოლარიზაციაში წვლილის შეტანასა და მსგავს მაღალ მატერიებზე).

ამასთან, არაერთხელ მოვუწოდე მათ, დაეგმოთ ევროპის სახელით და ხშირ შემთხვევაში ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის და ტერორის კამპანია. იმასაც ვაფრთხილებდი, რომ მათ დუმილს ისინი ძალადობის მოწონებად აღიქვამდნენ.

სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ გულგრილობა და თვითკრიტიკულობის არარსებობაა. ეს თავდასხმაც ამ გულგრილობის პირდაპირი შედეგია.

ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

Post navigation

Previous: ნათია ლეთოდიანი გახლავთ “დროას” პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი
Next: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ელჩს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.