Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვისაც ჰგონია, რომ დასავლეთის ჯერ გამოყოფილი და შემდეგ შეჩერებული 30 მილიონი, რომელიც ქართული ჯარის მაგივრად, ადგილობრივ “ენჯეოკრატებს” გადასცეს, რაიმეს დააკლებს ჩვენ თავდაცვის ძალებს, ძალიან ცდება

მარშალ პრესი 11/07/2024
zurab kadagidze

„სახელმწიფო ინსტიტუტები და მთავრობა კოორდინირებულად მუშაობს. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, უფრო მეტი შესაძლებლობა უჩნდება მთავრობას, კონკრეტულ სფეროებს დაეხმაროს“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ბიუჯეტის ზრდის შესახებ.

ქადაგიძის თქმით, ეკონომიკის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული სამშვიდობო პოლიტიკასთან, რომელსაც ასე პრინციპულად და ხისტად იცავს საქართველოს მთავრობა

„ნახევარი მილიარდით გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და აქედან 100 მილიონი ლარი თავდაცვას დაემატება…
დიახ, ვისაც ჰგონია, რომ დასავლეთის ჯერ გამოყოფილი და შემდეგ შეჩერებული 30 მილიონი, რომელიც ქართული ჯარის მაგივრად, ადგილობრივ “ენჯეოკრატებს” გადასცეს, რაიმეს დააკლებს ჩვენ თავდაცვის ძალებს, ძალიან ცდება!

სახელმწიფო ინსტიტუტები და მთავრობა კოორდინირებულად მუშაობს. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, უფრო მეტი შესაძლებლობა უჩნდება მთავრობას, კონკრეტულ სფეროებს დაეხმაროს.

აი, ეკონომიკის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული სამშვიდობო პოლიტიკასთან, რომელსაც ასე პრინციპულად და ხისტად იცავს საქართველოს მთავრობა.
ასე რომ, თქვენ ლომჯარია-გიგაურს გადაურიცხეთ ეგ 30 მილიონი, ხოლო სახელმწიფოს იმდენი რესურსი აქვს, რომ ნებისმიერი დეფიციტი აღმოფხვრას და მეტიც, გაზარდოს თავდაცვის დაფინანსება!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რათა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნას უზრუნველყოფილი – ირაკლი ჩიქოვანი
Next: ნათია ლეთოდიანი გახლავთ “დროას” პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.