Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყნის მოყვარეთა გასახარად, მაგრამ ზოგიერთისათვის გულის გასახეთქად, ჩვენს ვაჟკაც და სამშობლოს ერთგულ სამხედროებს არაფერი დააკლდებათ, პირიქით მოემატებათ – თავდაცვას 100 მილიონი დაემატება

მარშალ პრესი 11/07/2024
edisher gvenetadze

ჩვენმა პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე გვამცნო, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი ნახევარი მილიარდით იზრდება და ამ თანხიდან 100 მილიონი დაემატება თავდაცვას. ასე რომ ქვეყნის მოყვარეთა გასახარად, მაგრამ ზოგიერთისათვის გულის გასახეთქად, ჩვენს ვაჟკაც და სამშობლოს ერთგულ სამხედროებს არაფერი დააკლდებათ, პირიქით მოემატებათ, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით“.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი გაღმელ-გამოღმელი საქართველოს მეგობარი თავისი ვირეშმაკული ქცევებით ცდილობს ე.წ. “ჩორტის” ჩამოგდებას ხელისუფლებასა და ჯარს შორის, მაგრამ ამ მამულიშვილებმა უპირველესად ის უწყიან, რომ სამშობლოს სიყვარული და მისდამი თავდადება არანაირი ფულით არ იზომება და ამ ჭეშმარიტებას ყოველწამიერი სამშობლოსადმი უერთგულესი სამსახურით ამტკიცებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გაღმელ-გამოღმელი ჩვენი მეგობარი თავისი ვირეშმაკული ქცევებით ცდილობს ე.წ. “ჩორტის” ჩამოგდებას ხელისუფლებასა და ჯარს შორის! დიდი ეჭვია მიზნობრიობიდან გამომდინარე, რომ ამ მიზანს ემსახურებოდა ევროკავშირის მიერ ჩვენი ჯარისკაცებისათვის გამოყოფილი 30 მილიონის საკუთარ მეხუთე კოლონის ეფრეიტორების: ლომჯარიას, გიგაურს, პატიკოს, ჭუტას, ჭიჭიკოს, პატიკოსადმი…. გადარიცხვა რევოლუციისათვის მოსამზადებლად და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩამოსაგდებად! ჩვენმა პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე გვამცნო, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი ნახევარი მილიარდით იზრდება და ამ თანხიდან 100 მილიონი დაემატება თავდაცვას! ასე რომ ქვეყნის მოყვარეთა გასახარად, მაგრამ ზოგიერთისათვის გულის გასახეთქად, ჩვენს ვაჟკაც და სამშობლოს ერთგულ სამხედროებს არაფერი დააკლდებათ, პირიქით მოემატებათ! თუმცა ამ მამულიშვილებმა უპირველესად ის უწყიან, რომ სამშობლოს სიყვარული და მისდამი თავდადება არანაირი ფულით, რომ არ იზომება! საქართველოს სამხედროები ამ ჭეშმარიტებას ყოველწამიერი სამშობლოსადმი უერთგულესი სამსახურით ამტკიცებენ! ამიტომაც გაუმარჯოს საქართველოს და საქართველოს ღირსების დამცველ ღირსეულ ქართულ ჯარს!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს
Next: საქართველოს ნომინალურმა მსყიდველუნარიანმა მთლიანმა ეროვნულმა შემოსავალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.