Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ,რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება

მარშალ პრესი 11/07/2024
mo

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ,რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება, ასე აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკას და ზოგადად ტურისტულ სეზონს. ომიაძის თქმით,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და ამ ფონზე მესამე კვარტლის ბოლოს, ზაფხულის ტურისტული სეზონის შეჯამებით უფრო კარგ მაჩვენებლებს ელოდება.

„2024 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით,საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ტურისტი ეწვია. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ანალოგიურ პერიოდთან 2023 წლის პირველ ორ კვარტალთან შედარებით თითქმის 6 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა აგრძელებს მარკეტინგულ კამპანიებს სამიზნე ბაზრებზე. ეს იქნება: ევროპა,სპარსეთის ყურის ქვეყნები. ინდოეთში გვაქვს უკვე ახალი ურთიერთობები, მათ შორის საერთაშორისო მედიასთან და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში მესამე კვარტლის, ზაფხულის ბოლოს შეჯამებით ძალიან კარგი ტურისტული სეზონი გვექნება“, –  აღნიშნა მაია ომიაძემ.

Continue Reading

Previous: ნატოს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიელ კოლეგასთან, აჯა ლაბიბთან
Next: არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025