Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

„პარტნიორი-2024“ ფარგლებში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა

მარშალ პრესი 11/07/2024
0120

უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“-ის ფარგლებში, ხელვაჩაურში საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. სწავლების კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი წყალდიდობაზე რეაგირებას ითვალისწინებდა. ეროვნული გვარდიის რეზერვისტებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა კრიზისის რაიონის იზოლირება, წყალამრიდი კედლის მოწყობა, მდინარის მონიტორინგი, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, „პარტნიორი-2024“ ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, ეროვნული გვარდიის თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას.

პარტნიორი-2024“-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წვრთნებში ჩართულია შინაგან საქმეთა, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართულები არიან პოლონეთის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალების, ასევე, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: პირველი ორი კვარტლის განმავლობაში გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი, 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი
Next: იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.