Skip to content
29/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ცრუ ბრალდებების ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს რა არის სიმართლე – დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას

მარშალ პრესი 11/07/2024
shalva papuashvili

ცრუ ბრალდებების ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს რა არის სიმართლე – დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველო ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ავღანეთში “ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა 2015-2021 წლებში.

,,ცრუ ბრალდებების და დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე. “ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, 2015-2021 წლებში, საქართველო, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა, თავად ნატოს წევრებთან შედარებით კი მეოთხე ვიყავით აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ ვინ რა სირთულის დავალებებს ასრულებდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ისტორიები და გაღებული მსხვერპლი ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს. ცალკე ისტორიაა, თუ რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატოს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში. ისიც კარგად გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას,’’ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

Post navigation

Previous: ნატოს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ ბასს შეხვდა
Next: საქართველო არის ერთგული ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის და იმედია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაძლეული იყოს დღეს არსებული სირთულეები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.