Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ უკიდურესად „აღმაშფოთებელ” ლოკაციებზე შეშფოთების ფიზიკურად ჩატანის მიზნით კურიერს აგზავნის ხოლმე, თუმცა იმავეს ინდოეთს ვერ უბედავს

მარშალ პრესი 11/07/2024
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტს ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, აშშ უკიდურესად „აღმაშფოთებელ” ლოკაციებზე შეშფოთების ფიზიკურად ჩატანის მიზნით კურიერს აგზავნის ხოლმე და სწორედ ამ მიზნით იმყოფება დღეს მათი წარმომადგენელი საქართველოში, თუმცა იმავეს ინდოეთს ვერ უბედავს და მასთან მიმართებით შეშფოთებას მხოლოდ დისტანციურად გამოხატავს.

„დილით, ყავის დალევის წინ, მეთიუ მილერთან თანაშემწეს შეაქვს ენტონი ბლინკენთან შეთანხმებული „დღის შეშფოთებათა” ნუსხა, შემდეგი გრადაციის მიხედვით: „გაკვირვებიდან” და „იმედგაცრუებიდან” დაწყებული, „აღშფოთებული შეშფოთებით” და „შეშფოთებული აღშფოთებით” დამთავრებული.

ამ გრადაციის მიხედვით, მეთიუ მილერს შემდგომ უწევს ბრიფინგებზე შესაბამისი სახის გამომეტყველების დაყენებაც. საქართველო ბოლო ორი წელიწადი ამ ნუსხაში „აღშფოთებული შეშფოთების” და „შეშფოთებული აღშფოთების” კატეგორიაში გადის. ინდოეთს ამდენს ვერ უბედავენ და ამიტომ მხოლოდ „შეშფოთებით” იფარგლებიან.

შეშფოთებათა მიხედვით დღის წესრიგის აგების შემდეგ, იგეგმება სამივლინებო განრიგიც. უკიდურესად „აღმაშფოთებელ” ლოკაციებზე, შეშფოთების ფიზიკურად ჩატანის მიზნით (მაგალითად, საქართველოში), აგზავნიან კურიერს – სწორედ ამ მიზნით გვეწვია დღეს მათი „გლოვოს” წარმომადგენელი.

ინდოეთის მასშტაბის ქვეყნებში შეშფოთებათა ჩატანა ეშინიათ – იქ კურიერი შეიძლება უბრალოდ იცემოს. ამიტომ ინდოეთს აშინებენ დისტანციურად, ვირტუალურ რეჟიმში, ბრიფინგზე აღშფოთებული სპიკერის შესაბამისი შეშფოთებული სახის გამომეტყველების მეშვეობით. ეს არის ის მაქსიმუმი, რაც უნდა ვიცოდეთ ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის „საიდუმლო იარაღის” თაობაზე.“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: საქართველო მშვიდობის დერეფანია და ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.