Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით

მარშალ პრესი 11/07/2024
gia abashidze

“აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით – ევროსტატის ანგარიშის თანახმად, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა ლიდერობს”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თუკი დღევანდელ და უკრაინის ომამდე არსებულ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველომ შეამცირა, რასაც ვერ ვიტყვით ბალტიის ქვეყნებზე.

„აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით – ევროსტატის ანგარიშის თანახმად, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა ლიდერობს.

ნეოკოლონიალისტურია ის მახინჯი ნარატივი, რომ თუ დასავლეთის აქტორების ფარისევლობას ამხელ, ვითომ პრორუსი ხარ. ასეთი მდაბიო შეფასებით, ასეულობით მილიონი ადამიანი ევროპაში თუ ამერიკაში, რომელიც ფლიდ ლიდერებს სამართლიანად აკრიტიკებს, კრემლის “მესიჯბოქსშია”. ამგვარი მდაბიო და ხეპრე ვითომ დამმუნათებლების კლასტერიც ვიცით – გრანტების გამო ყველაფერზე წამსვლელი უსამშობლო არსებები.

ევროსტატის ბოლო ანგარიშით, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობს. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 13,8 პროცენტს- 2.143 (მლრდ) ევროს შეადგენდა, ლატვიის ექსპორტი რუსეთში 28.5 პროცენტი – 2.125 (მლრდ) ევრო იყო, ხოლო ესტონეთის 12.4 პროცენტი- 589 (მლნ) ევრო.

ეს იმ ფონზე, როდესაც ამავე წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 10,8 პროცენტს -607 (მლნ) ევროს შეადგენდა. თუკი დღევანდელ და უკრაინის ომამდე არსებულ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველომ შეამცირა, რასაც ვერ ვიტყვით ბალტიის ქვეყნებზე. კერძოდ, 2021 წლის მონაცემებით, ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 10.85%- შეადგენდა, ლატვიის 7.28%, ესტონეთის 6.39%, ხოლო საქართველოს შემთხვევაში 14.40% იყო.“-წერს გია აბაშიძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა
Next: აბსურდულია საქართველოს წინააღმდეგ წამოსული ბრალდებები მაშინ, როცა თვითონ, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს არათუ წყვეტენ, არამედ აღრმავებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.