ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს

235
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მოსმენა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს იგეგმება.

პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს პირველად წარუდგენს.

ანგარიში მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რომელიც მთავრობის მიერ ხორციელდება, მათ შორის დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ოთხ საკვანძო მიმართულებაზე. კერძოდ, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.

მთავრობა აღნიშნავს, რომ აქტიურად მუშაობს ქვეყნის ისტორიული მიზნის – საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად და ამ მიზნით იდგმება გეგმაზომიერი ნაბიჯები, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე.

კომენტარები
IMG.GE
მოწონება