Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისა და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან

მარშალ პრესი 10/07/2024
personalur

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისა და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განმარტავს, რომ სამსახურისადმი მიმართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც ისინი რეაგირებისთვის პროკურატურაშია გადაგზავნილი.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც შეტყობინების გამგზავნი პირები მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც მონაცემთა სუბიექტებს სთხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისა და თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ისინი გადაგზავნილ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემდგომი რეაგირებისთვის“, – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.

Continue Reading

Previous: ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ნატო-ს სამიტის ყველა ღონისძიებაში, გარდა ამისა, გაიმართა მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები
Next: რა პოზიცია უნდა ჰქონდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებმაც 2008 წელს მოსკოვნისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადეს, 2024 წლიდან კი სამხედრო დახმარებაზე უარს ეუბნებიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025