IMG.GE IMG.GE

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ინფექცია თავდაპირველად რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი, მეპატრონე დაავადდა.

მათი ინფრმაციით, დაზარალაბული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

„ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაბამისი ზომა. მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია, დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა. სურსათის უვნებლობის სამსახურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუშურებში აკრძალულია საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია. პარალელურად, სოფელში აცრილი პირუტყვის მონიტორინგი მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მუნიციპალიტეტის ინფორმაცით, თუ რა ღონისძიებები გატარდა ციმბირული წყლულის აღმოჩენის შემდეგ სოფელში და რა საჭიროებები არსებობს, ამჯერად ამ თემაზე დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთინეთის მხარეში შალვა კერესელიძე მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად, ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური მოადგილეებთან ერთად და სურსათის უვნებლობის სამსახურის რეგიონალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება