Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

უკრაინა შეაჩერებს პუტინს – ბაიდენი

მარშალ პრესი 10/07/2024
biden zelensky

ნატოს ვაშინგტონის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია და უკრაინა შეაჩერებს პუტინს.

„ამ ომამდე პუტინი ფიქრობდა, რომ ნატო დაიშლებოდა. დღეს ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა თავის ისტორიაში. ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა სამიტის გახსნაზე.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ და პარტნიორები უკრაინას ათეულობით ახალ ტაქტიკურ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდიან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინის სრულად დამორჩილება სურს.

„არ შეცდეთ, რუსეთი აგებს ამ ომს. პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. ნატოს სრული მხარდაჭერა შეიძლება დაეხმაროს უკრაინას პუტინის აგრესიის შეჩერებაში“, – განაცხადა მან.

Continue Reading

Previous: შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, 4 წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა
Next: უაღრესად პოზიტიური და დიდი მნიშვნელობის მატარებელია ნატოს სამიტზე ჩვენი ქვეყნის წარმოდგენა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025