ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.
კონცერტზე, ხელვაჩაურის,მახინჯაურის და ახალშენის სახელოვნებო სკოლების პედაგოგებმა შოპენის, კაჩინის, შოსტაკოვიჩის, შუმანის, დოგას, აზარაშვილისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს და მსმენელი მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს. საღამოზე, მთავარი სათქმელი ხელოვანებმა მუსიკით გადმოსცეს და მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურეს. კონცერტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
