Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მარშალ პრესი 01/07/2024
449641476_856271126555474_7646141436287792985_n
გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განხორციელებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა და საერთო ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 6 კმ-მდე საავტომობილო გზას, დღეს გაიხსნა 2,2 კმ სიგრძის საავტომობილო გზა, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო სხვადასხვა სახის გზის დამცავი ნაგებობა, ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა-ბეტონის მილები.
ასევე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე მნიშვნელოვანი ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა. აღნიშნული მიმართულება ალტერნატიული გზის ფუნქციასაც შეითავსებს, რაც ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს.
ახალი გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ცინარიძე გაეცნენ.

Post navigation

Previous: საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ დადგა, მოუთმენლად ველით მათ მომავალ ტურნირებზე – Fox soccer
Next: მადლობა ბიჭებს ამ დაუვიწყარი დღეებისთვის – ლევან კობიაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.