Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს – კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე

მარშალ პრესი 10/07/2024
kakha kaladze

ხელისუფლება უზრუნველყოფს, ჯარმა მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ, – თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განაცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა საქართველოს ჯარისთვის 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა.

„ერთ შესწორებას შევიტან, კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია, მიდგომები. ჯარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშვიდობო მისიებში მიეღო მონაწილეობა თუნდაც ავღანეთში, აფრიკაში. მადლობებს ვიღებდით იმისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიებში დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილები, იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე ნატოს ქვეყნებიდანაც. დღეს კი გამოდის ევროკავშირი და ამბობს, ჯარისთვის განკუთვნილ თანხას აუქმებენ და აძლევენ ლომჯარია-გიგაურს. ჯარს არაფერი მოაკლდება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯარმა მიიღოს ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყო და არის, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დაცვა.

„ხელისუფლება იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში უკრაინიზაცია განხორციელდეს. მშვიდობა შენარჩუნდება სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს. არანაირ სანქციებში ჩართვას არ ვაპირებთ. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ხვალ ალბათ, გახარია-ელისაშვილი-გირჩები მოახდენენ “ლატენტური” ნაცობის დემონსტრირებას
Next: ამ უძალო ძალაში ახალი არაფერია, მოღალატეობრივი პოლიტიკის გამტარია ყველა ცალ-ცალკე და ყველა ერთად! – თამთა მეგრელიშვილი გვარამია-მელიას და ხოშტარია-ჯაფარიძის ალიანსზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.