IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით, კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლობრივად განიხილა.

კანონპროექტი შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ წარადგინა.

პარლმენტის ინფორმაციით, კანონპროექტით ყალიბდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი დავების განმხილველი საბჭო, რომლის წევრებიც შეირჩევიან გამჭვირვალე პროცესის შედეგად – საჯარო კონკურსის საფუძველზე. განისაზღვრება საბჭოს წევრთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამოუკიდებლობის გარანტიები. ცვლილების შედეგად დადგინდება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. კანონპროექტის შედეგად გაიზრდება გასაჩივრების ვადები. ამასთან, გასაჩივრებას დაექვემდებარება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის დირექტივით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. ხოლო არ გასაჩივრდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მონეტარულ ზღვრებს ქვევით. ასევე, იცვლება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განსახორციელებლად, სააგენტოსთან შეთანხმების წესი.

ამ და სხვა დეტალებზე მომხსენებელმა მუხლობრივად ისაუბრა. მან უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას.

ამასთან, კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოუსმინა რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც მსოფლიო პანდემიის ფონზე სარესტორნო ბიზნესში არსებული ვითარებისა და პრობლემების, ასევე მათი მოგვარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება