Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სასაცილოა ამერიკის დამოკიდებულება, 30 მლნ ევროზე რომ საუბრობენ – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 09/07/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.

ანალიტიკოსის თქმით, ჰერჩინსკიმ დღეს გაკეთებული განცხადებით თქვა, რომ იმ ძალას, რომელიც მათ არ ემორჩილება – პრობლემას შეუქმნის, ხოლო 26 ოქტომბერს დასავლეთისთვის სასურველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ისევ განახლდება.

ექსპერტი აშშ-ს მხრიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების, 30 მლნ ევროს გაყინვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება სასაცილოა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც თავად აშშ-ს სენატორები ამბობენ, რომ თალიბანის სახელმწიფოს დიდი ოდენობის სამხედრო შეიარაღება დაუტოვეს.

დავით ქართველიშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი ბიუჯეტი მილიარდ ნახევარ ლარს შეადგენს, რაც 2012 წლის ბიუჯეტზე სამჯერ მეტია – ეს კი, ბოლო პერიოდში გატარებული სწორი პოლიტიკოს, შენარჩუნებული მშვიდობისა და სტაბილურობის დამსახურებაა.

„ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადება, დინამიკაში განსახილველი პროცესია. არ ვიცი აცნობიერებდა თუ არა, რასაც ამბობდა ჰერჩინსკი, მაგრამ მისი ნათქვამი ასე ამოვიკითხეთ – ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს უზენაეს ნებას, გვეურჩება და ელემენტარულ საკითხებზე არ მოდის თანამშრომლობაზე, არ იჯერებს ჩვენს მითითებებს – მათ ჩვენ შევუქმნით პრობლემებს, მაგრამ ნუ გეშინიათ, თუკი 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ის ძალა, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება, ეს შეჩერებული პროცესი, დაკონსერვებული მდგომარეობა, ისევ შეიძენს თავის „მზის ნათებას“ და ისევ განახლდება საქართველოსთან ის ლამაზი ურთიერთობები, რომლებიც როგორც ჩანს 2012 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, მართლაც ჰქონდათ ევროკავშირსაც და აშშ-საც საქართველოსთან.

რატომ დაიწყო აშშ-მა ურთიერთობების გაფუჭება სამხედრო თემატიკით? ეს ძალიან სამარცხვინო ფაქტია იმ ფონზე, როდესაც თავად ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები არაერთგზის ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობილი „თალიბანის“ მმართველობას ამერიკელებმა მილიარდობით დოლარის ღირებულების შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა, თვითმფრინავები და ა.შ დაუტოვეს. ესე იგი, გამოდის, რომ მათთვის დღეს საქართველო ტერორისტებზე უარესი სახელმწიფოა. აშშ, ერთის მხრივ, ამ „საჩუქრებით“, ტერორისტებად აღიარებულ ხელისუფლებას ასაჩუქრებს, მსოფლიოში ერთ-ერთ უმწვავეს წერტილში და საქართველოს, მათ პარტნიორს, რომელმაც რა არ გააკეთა მათთვის, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის სისხლი დაღვარა ყველა იმ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში, რომელშიც ნატოს ბევრ წევრ ქვეყანასაც კი გაასწრო ხვედრითი წილით, სჯიან რით? 30 მლნ ევროთი? ეს ძალიან სასაცილოა, საქართველოსთვის მითუმეტეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დღეს მილიარდ ნახევარი ლარის ოდენობის ბიუჯეტი გააჩნია და ეს ბიუჯეტი გაიზარდა ზუსტად იმ ეკონომიკური ზრდის ფაქტორების გამო, რომელიც გამოიწვია შენარჩუნებულმა მშვიდობამ, სტაბილურობამ, ეკონომიკური ზრდის ტემპის თითქმის ორნიშნა მატებამ და ა.შ

688 მლნ ლარი იყო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს. თითქმის გასამმაგდა ეს ბიუჯეტი და ამის ფონზე, სასაცილოა ამერიკის დამოკიდებულება, 30 მლნ ევროზე რომ საუბრობენ.” – აღნიშნა ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: როდესაც 2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა
Next: : პოლიტიკურად ჩამონგრეული “სახლის”, “ნაცმოძრაობის”, მორყეული “განჯინა” ვითომ გადაღებეს და ამას გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის ე.წ. პოლიტიკური ალიანსი დაარქვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.