ვლადიმერ პუტინი – უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს ბაიდენთან გაკვრით შევეხეთ, აქ განსახილველი არაფერია

225
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს ბაიდენთან გაკვრით შევეხეთ, აქ განსახილველი არაფერია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული სამიტის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის თემას შევეხეთ, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დეტალურად. როგორც მივხვდი, პრეზიდენტი ბაიდენი ეთანხმება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დარეგულირებას საფუძვლად უნდა იდოს მინსკის შეთანხმებები. რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს, ამ თემას გაკვრით შევეხეთ, აქ განსახილველი არაფერია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ხელისუფლება მინსკის შეთანხმებების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.

„უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ ვალდებულება მხოლოდ ერთი გვაქვს – ხელი შევუწყოთ მინსკის შეთანხმებების რეალიზებას. უკრაინული მხარე მზად თუ არის ამისთვის, ჩვენ წავალთ ამ გზით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერი უკრაინის დელეგაციამ წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები მინსკის შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებით. იქ წერია, რომ უპირველეს ყოვლისა, საჭიროა წინადადების წარდგენა დონბასის უკრაინის სამართლებრივ სისტემასა და კონსტიტუციაში პოლიტიკურ ინტეგრაციაზე. ამისთვის საჭიროა თავად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, იქ ასე წერია. მეორე – რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის საზღვარი უნდა დაიკავოს უკრაინის სასაზღვრო ძალებმა არჩევნებიდან მეორე დღეს. რა წინადადებით გამოვიდა უკრაინა? მან პირველ ნაბიჯად წარადგინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ჯარები უნდა შევიდეს დონბასში. ეს ერთი, მეორე – ისინი ასევე გამოვიდნენ უკრაინასა და რუსეთს შორის საზღვრის დაკეტვის წინადადებით და მესამე – არჩვენების ამ ორი ნაბიჯიდან სამი თვის შემდეგ ჩატარება. არ არის საჭირო იყო იურისტი, რომ გაიგო, რომა ამას მინსკის შეთანხმებებთან საერთო არაფერი აქვს, ეს ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს“, – განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება უკრაინის საზღვრებთან სამხედრო სწავლებას, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნებს საკუთარ ტერიტორიაზე ატარებს.

„რაც შეეხება სწავლებებს, ჩვენ სამხედრო წვრთნებს ჩვენს ტერიტორიაზე ვატარებთ, ისევე, როგორ აშშ ატარებს თავის ტერიტორიაზე მრავალ სწავლებას. თუმცა ჩვენ არ ვატარებთ სწავლებებს აშშ-ის სახელწიფო საზღვრებთან სამხედრო შემადგენლობისა და ტექნიკის მიყვანით. სამწუხაროდ, ჩვენი ამერიკელი კოლეგები ამას აკეთებენ სწორედ ახლა. ამიტომ ამ საკითხზე შეშფოთება არა ამერიკულ მხარეს, არამედ რუსულ მხარეს უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები
IMG.GE
მოწონება