Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის გაფართოება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა ევროპა დგას. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალი 5 წლის განმავლობაში მოხდება და ამ ტალღის ნაწილი საქართველოც იქნება

მარშალ პრესი 09/07/2024
პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის გაფართოება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა ევროპა დგას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოების ტალღაში საქართველოც მოხვდება.

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის დონორები და ექსპერტები მიიღებენ მიიღებენ მონაწილეობას, რათა მომავალი კვირისთვის გაერთიანების, გაფართოების მომდევნო ტალღა განიხილონ. მოგეხსენებათ, ათი ქვეყანაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები. პროცესი გრძელდება. ევროკავშირის ახალი მმართველო დიდი ამბიციებით შეუდგება გაფართოების საკითხს. ევროკავშირის გაფართოება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა ევროპა დგას. იმედი მაქვს, რომ ეს მომავალი 5 წლის განმავლობაში მოხდება და ამ ტალღაში საქართველოც მოხვდება. ჯერ ეს საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის, მაგრამ ვიმედოვნებ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ განვაახლებთ მუშაობას და დაკარგულ დროს ავანაზღაურებთ, რათა საქართველო ამ პროცესის ნაწილი ისევ გახდეს“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

Post navigation

Previous: საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა
Next: ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.