Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში – ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე

მარშალ პრესი 09/07/2024
levan machavariani

სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ სხვა ტიპის სიახლეებს ველოდებოდი. აქ არაფერი სიახლე არ ყოფილა, – ასე შეაფასა ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი პლატფორმის პრეზენტაცია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ პრეზენტაციაზე წარდგენილი „ახალი სახეები“ ისედაც „ნაცმოძრაობის“ წევრები იყვნენ.

„ქალბატონი კორძაია, ახვლედიანი და ჯაფარიძე რომ ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ ეს არანაირი სიურპრიზი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, მოდით ასე ვთქვათ. იმაზე საუბარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება… აბსოლუტურად საპირისპირო ხდება. დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს შანსები ნულზე ქვემოთ არის ჩასული“, – მიიჩნევს მაჭავარიანი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა – „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. პარტიის ყრილობაზე ასევე წარადგინეს ახალი სახეები – ყოფილ მმართველ ძალას შეუერთდნენ თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე.

Post navigation

Previous: მსოფლიო ბანკი: საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა – აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას
Next: საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.