Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორ შეიძლება ენმ-ს მხარდამჭერი ენდოს ისეთ ადამიანებს, რომელიც “ქართულ ოცნებაში” საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა და ახლა ნაცებს შეუერთდა. ამაზრზენია ეს ყველაფერი

მარშალ პრესი 08/07/2024
nino pochxua

ისეთი სერიოზული და ამაყი სახეებით აცხადებენ ახალ კონფიგურაციას ნაციონალურ მოძრაობაში, გეგონება პირველად გადი-გადმოდიან ერთმანეთში. მკვდარი არ ცოცხლდება, ეს აქსიომაა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, “ახლა სხვა ძალები პარტიზანულად გადაისროლეს „ნაცმოძრაობაში“ და დაარქმევენ ერთობას – რამდენად ამორალურია, ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყო, ახლა „ნაცმოძრაობის“ სიაში იყოს“.

ფოჩხუა აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ენდო თამარ კორძაიას და არმაზ ახვლედიანს, რომლებიც “ქართულ ოცნებაში” საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდნენ და ახლა ნაცებს შეუერთდნენ.

„ისეთი სერიოზული და ამაყი სახეებით აცხადებენ ახალ კონფიგურაციას ნაციონალურ მოძრაობაში, გეგონება პირველად გადი-გადმოდიან ერთმანეთში. მკვდარი არ ცოცხლდება, ეს აქსიომაა.

ვერანაირი გადაჯგუფება, ვერანაირი “ახალი” სახეები (ბიბილაშვილი, ბაქრაძე, ჯაფარიძე და ა.შ.) სულს რომ ღაფავს იმ ნაციონალურ მოძრაობას ვერ გააცოცხლებს. როგორ შეიძლება ენმ-ს მხარდამჭერი ან ამომრჩეველი დაემატოს, როგორ შეიძლება ენდო ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან აქეთ-იქით მოხტუნავე, თბილი ადგილის მაძიებელი, თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანია, რომელიც “ქართულ ოცნებაში” საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა და ახლა ნაცებს შეუერთდა. ამაზრზენია ეს ყველაფერი. გამორიცხულია დღევანდელმა ენმ-მა და სხვა დანარჩენმა ოპოზიციამ დღევანდელ მმართველ პარტიას მოუგოს ოქტომბრის არჩევნებში“, – წერს ნინო ფოჩხუა.

Continue Reading

Previous: 2013 წლიდან ჩვენ დავიწყეთ დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, დღეის მონაცემებით, 18 ინიციატივაა განხორციელებული, მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული ბიუჯეტიდან, რამაც გარკვეული პოზიტიური შედეგი მოგვცა
Next: იმისთვის, რომ მიშაზე სუფთა სინდისით ეღალატათ, გააკეთეს სიაფანდი კვლევა და სიაფანდი რეიტინგები – იაგო ხვიჩია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025