Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სხვა ძალები გადაისროლეს პარტიზანულად თვითონ „ნაცმოძრაობაში“

მარშალ პრესი 08/07/2024
mamuka mdinaradze

ისინი ცდილობენ ახლა, რომ ნახონ რაღაცა კონფიგურაცია ოთხი, სამი ან ორი გაერთიანების პირობებში, როდესაც ისინი „ქართულ ოცნებას“ აჯობებენ. ყველანაირი კვლევა ჩაატარეს, რა თქმა უნდა გვაქვს ინფორმაცია და ლოგიკაც ამაში მდგომარეობს, ვერცერთი კონფიგურაციით ისინი „ქართულ ოცნებას“ ვერ ამარცხებენ და ამიტომ წვალობენ, გადადიან გადმოდიან ერთმანეთში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ სიტყვა ერთობა შემოიტანა სარწმუნოების ნაცვლად და „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ სიტყვის უკან რაღაცების შეფუთვას ცდილობს.

„ახლა სხვა ძალები გადაისროლეს პარტიზანულად თვითონ „ნაცმოძრაობაში“, რომელსაც სახელს გადაარქმევენ ახლა და დაარქმევენ „ერთობას“ – ზოგადად სიტყვა ერთობა კარგი სიტყვაა, მაგრამ შემოიტანეს სარწმუნოების ნაცვლად, აქ კორელაცია ბუნებრივი და გაშიფვრადია და ამ ერთობაში, კარგი სიტყვის უკან რაღაცების შეფუთვას ცდილობენ. თუმცა არ შველით არაფერი „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე, ამაში ისინი თავიანთი კვლევებითაც რწმუნდებიან, მაგრამ როგორც ჩვენთან იციან თქმა „იხტიბარს არ იტეხენ“ და ცდილობენ რაღაცა კონფიგურაციის დალაგებას, სადაც ოდნავ მეტი თეორიული შანსი მაინც ექნებათ, თუმცა უშედეგოდ“, – განაცხადა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სარგებლობაში არსებული ბინები დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ – ავთანდილ თალაკვაძე
Next: ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნისკენ კიდევ ოთხი დემოკრატი მოუწოდებს – გამოცემა “Politico”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025