Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნაციონალური მოძრობის“ ახალი სახეები იქნებიან ნაც-იდეებით გაჟღენთილი ძველი სახეები, რომლებსაც ახალ-ნაცებს არქმევენ. მივესალმები ასეთ გამჟღავნებულ საქმეებს, ისედაც ნაცები იყვნენ და ახლა, ოფიციალურად დაირქვეს სახელი

მარშალ პრესი 08/07/2024
levan nikoleishvili

როგორც „ტვ პირველი“ იუწყება, „ნაციონალური მოძრობის“ ახალი სახეები იქნებიან ნაც-იდეებით გაჟღენთილი ძველი სახეები, რომლებსაც ახალ-ნაცებს არქმევენ. საერთოდ მე მივესალმები ასეთ გამჟღავნებულ საქმეებს, ისედაც ნაცები იყვნენ და ახლა, როცა ოფიციალურად დაირქვეს სახელი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის ახალ სახეებზე, რომელთა შორის არიან გია ჯაფარიძე, არმაზ ახვლედიანი, ზაზა ბიბილაშვილი, ლაშა ბაქრაძე და თამარ კორძაია.

ნიკოლეიშვილის თქმით, ვერც ახალ და ვერც ძველ ნაცებს წარმატებას ვერ უსურვებს, თუნდაც იქიდან გამომდინარე თუ როგორ მართავდნენ ქვეყანას, როგორ მიართვეს ხონჩით საქართველოს 20% პროცენტი ოკუპანტს და როგორ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს.

„როგორც ტვ პირველი იუწყება, ნაციონალური მოძრობის ახალი სახეები იქნებიან… ნაც-იდეებით გაჟღენთილი ძველი სახეები, რომლებსაც ახალ-ნაცებს არქმევენ. საერთოდ მე მივესალმები ასეთ გამჟღავნებულ საქმეებს, ისედაც ნაცები იყვნენ და ახლა, როცა ოფიციალურად დაირქვეს სახელი. რაც მალე გამოტყდებიან თავიან ნაცობაში უკეთესია. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე მათ ვერც ახალ და ვერც ძველ ნაცებს წარმატებას ვერ ვუსურვებ, თუნდაც იქიდან გამომდინარე თუ როგორ მართავდნენ ქვეყანას, როგორ მიართვეს ხონჩით ჩვენი ქვეყნის 20% პროცენტი ოკუპანტს და როგორ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს. რაც შეეხება ამ ვითომდა ახალ სახეებს ალბათ პასუხისმგებლობასაც იღებენ ამ პარტიის ძველ და ახალ მავნებლობაზეც“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: აქამდე რომელიმე არ იყო ნაცი და ახლა გახდა?! 2024 წლის 26 ოქტომბერი პოლიტიკური პანღური იქნება ნაცებისთვის თუნდაც ამ ახალი კომპლექტაციით
Next: ჩინეთში აშენებულმა ახალმა გზამ 10 მსოფლიო რეკორდი დაამყარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.