Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვეცდებით, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ იგრძნონ საქართველოს, ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას პირველი დღიდანვე ჰქონდა

მარშალ პრესი 08/07/2024
archil talakvadze

საქართველო საზაფხულო ბანაკში უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების მორიგ ნაკადს მასპინძლობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მასპინძელი მხარე შეეცდება ბავშვებმა საქართველოს მხარდაჭერა იგრძნონ.

„ესენი არიან ბავშვები, რომელთა ქალაქებსაც უშუალოდ შეეხო ომი, ვისი სახლებიც დაიბომბა და ვისი მშობლებიც მონაწილეობენ ომში. ვეცდებით, რომ ამ 10 დღის განმავლობაში აქ შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ იგრძნონ საქართველოს, ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას პირველი დღიდანვე ჰქონდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პრემიერ-მინისტრი განათლების მინისტრთან ერთად კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

Post navigation

Previous: რაც შეეხება გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ოპოზიციის შეფასებას, თითქოს ფორმალურია ეს ყველაფერი, შევახსენებ, რომ ფორმალური არის მათი გაერთიანებები, დაყოფები, დაშლები და შეერთებები
Next: გვინდა ყველანაირი თანადგომა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით მებრძოლებს, ოჯახებს და მათ შვილებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.