Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერა

მარშალ პრესი 08/07/2024
09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა. პრემიერმა ეკლესია და იყალთოს აკადემიის ტერიტორია დაათვალიერა; ასევე მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვან ეკლესიასა და აკადემიის შენობას – რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რესტავრაციისას ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიის სახურავიდან მოიხსნება კრამიტის საფარი, გასუფთავდება კედლები, დაზიანებული ადგილები შეივსება, გამაგრდება საძირკველი, ტაძრის პერიმეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხი; დაიწყება აკადემიის კედლების კონსერვაცია, გაკეთდება საყრდენი კედელი.

ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 3 073 219 ლარი.

იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Post navigation

Previous: თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური  სამუშაობის გამო, 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი
Next: რაც შეეხება გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ოპოზიციის შეფასებას, თითქოს ფორმალურია ეს ყველაფერი, შევახსენებ, რომ ფორმალური არის მათი გაერთიანებები, დაყოფები, დაშლები და შეერთებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.