Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღმერთი სპორტში ნეიტრალურია, არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი – რომან გოცირიძე ეროვნულ ნაკრებზე

მარშალ პრესი 07/07/2024
roman gotsiridze

ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის? – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “ვერ გადაურჩა” საპატრიარქოში ვიზიტს. პოლიტიკოსის თქმით, ღმერთის ხელი არ ურევია ნაკრების კარგ თამაშში, ვინაიდან, სპორტში ღმერთი ნეიტრალურია.

“ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის? ან რომელი ქვეყნის ეკლესია მიიწვევს თავისთან და ირიბად შეახსენებს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა?

ყველა პოპულარულ ადამიანს, სპორტსმენი იქნება, მომღერალი თუ პოლიტიკოსი, საპატრიარქო თავისთან იბარებს და საჯაროდ აჩოქებს, რომ თავის ძლევამოსილებას გაუსვას ხაზი. ვერც ჩვენი საფეხბურთო ნაკრები გადაურჩა ამას. რას ვიზამთ, უარის თქმასაც ვისწავლით. ყველაფერი ერთ დღეში არ მოდის.

რაც შეეხება მათ წარმატებას, ეს მათი დამსახურებაა. ღმერთი სპორტში ნეიტრალურია. არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი. ერთხელ ჩაერია, ისიც უსამართლოდ, როცა მარადონას ხელით გაატანინა და იმის მერე ასეთი რამ არ ჩაუდენია. ღმერთი აბა რის ღმერთია, თავისი შეცდომა თუ არ გამოასწორა”, – წერს გოცირიძე.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა
Next: ეუთოს დოკუმენტში როდესაც ვნახე, არ არის არც ოკუპაციის ხსენება, არც იმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის მძიმე ჰუნმანიტარული მდგომარეობა, ჩემი მხრიდან გაკეთდა დამატება და საბედნიეროდ, იგი არავის გაუპროტესტებია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.