Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაუგებარია, რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, „საგანგებო რეჟიმში“ მომზადება

მარშალ პრესი 07/07/2024
tamta megrelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „TV პირველის“ ერთ-ერთ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც მეგრელიშვილი წერს, პრემიერ- მინისტრი პოლიტიკური „მუხტია ” ქვეყნის და ლოგიკურია, ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს.

შესაბამისად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ), ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება – ეს არის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გაუგებარია, ამ საკითხზე რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, “საგანგებო რეჟიმში” მომზადება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მეთაურია, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს და ა.შ.

პრემიერ- მინისტრი პოლიტიკური „მუხტია ” ქვეყნის და ლოგიკურია, ის დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს.

შესაბამისად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ლაზერს ანათებენ (მიზანში იღებენ), ამაზე აუცილებელია შესაბამისი სამსახურის რეაგირება. ეს არის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტი და გაუგებარია, ამ საკითხზე რა საჭიროა სიუჟეტის ისტერიული ტონით, „საგანგებო რეჟიმში” მომზადება – რას მოუყვებით ხალხს?! ეუბნებით, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არ საჭიროებს რეაგირებას?!

თქვენთვის უსაფრთხოების, ან სინდისის ზღვარი სად გადის?“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: მე ვარ ის, ვინც შექმნა ნატო, მომავალი და ის, ვინც პუტინი გააჩერა – ჯო ბაიდენი
Next: დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.