Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს ცრუ ბრალდებით

მარშალ პრესი 07/07/2024
giorgi abdaladze

ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს!! ამ ხნის მანძილზე დღე არ გადის, რომ არ ვიფიქრო იმ ჯოჯოხეთზე რაც გავიარეთ, – წერს ფოტოგრაფი, ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი აბდალაძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ყოველთვის იბრძოლებს იმ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია.

“ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს!! ამ ხნის მანძილზე დღე არ გადის, რომ არ ვიფიქრო იმ ჯოჯოხეთზე რაც გავიარეთ; დაგვაპატიმრეს ცრუ ბრალდებით. დღეს ზურა აღარ გვყავს- ყველაზე თბილი და კეთილი ადამიანი, ყოველთვის ვიბრძოლებ მე პირადად იმ ბოროტების წინააღმდეგ რასაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია!” – წერს აბდალაძე.

2011 წლის 7 ივლისს, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ჯაშუშობის ბრალდება გამოგონილი, დაკავების რეალური მიზეზი კი, 2011 წლის 26 მაისს აქციის გაშუქება და დარბევის ამსახველი ფოტოები იყო. 2018 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.

Post navigation

Previous: საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი ნიშნულის, როგორც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს
Next: ოპოზიციამ ვერაფერი დაუპირისპირა „ქართული ოცნების“ „მეგანარატივებს“ ვერც საშინაო, ვერც საგარეო მიმართულებით, ანუ ვერ შეიმუშავეს და ვერ შესთავაზეს ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ ალტერნატიული „სტრატეგიული პროექტი“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.