Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ დაუწესებია საკუთარი სანქციები, ის ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს და ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს სანქციებს

მარშალ პრესი 07/07/2024
mark kleitoni

გაერთიანებული სამეფო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვის ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ დაუწესებია საკუთარი სანქციები, ის ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს და ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს სანქციებს , – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მათ აქვთ ძალიან პოზიტიური კოოპერაცია, რაც აძლევს იმის რწმუნებას, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღასრულოს სანქციები.

„გაერთიანებული სამეფო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვის ნაწილში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ დაუწესებია საკუთარი სანქციები, ის ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს და ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს სანქციებს.

ამდენად, იქნება ეს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო თუ სხვა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური კოოპერაცია გამოცდილების გაზიარების საუკეთესო პრაქტიკის განმტკიცების, ტრენინგების, დიალოგის, რაც მაძლევს იმის რწმუნებას, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღასრულოს სანქციები, თუმცა, როცა რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე ვსაუბრობთ, ეს სულ მოძრავი სამიზნეა. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს სანქციები, მით უფრო მეტად იზრდება წნეხი, რომ რაიმე გზა იყოს ნაპოვნი და სანქციები თავიდან აირიდონ“, – აღნიშნა მარკ კლეიტონმა.

Post navigation

Previous: გვსურს ჩვენი კულტურის, იდენტობის და ტრადიციების დაცვა? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება – თინა ბოკუჩავა (ვიდეო)
Next: საქართველოს პროგრესი ნატოსთან ურთიერთობებში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი ნიშნულის, როგორც ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.