
სამშენებლო კომპანია „არქის“ საზაფხულო ფასდაკლების აქცია, ქვეყნის ეკონომიკის შეფასების საუკეთესო ინდიკატორია. ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდება, მსყიდველუნარიანი ადამიანების რიცხვი იზრდება, ხოლო ოპოზიციის მიერ დახატული ეკონომიკის კოლაფსი უბრალო მითია, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ის, რომ საქართველოს ძლიერი ეკონომიკა აქვს და ვითარდება, ასევე დასტურდება ლარის კურსით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გამყარდა, ბაზარმა გაუძლო ხელოვნურ რყევებს და სიჯანსაღის, სიძლიერის მაღალი დონე აჩვენა.
„ის, რომ საქართველოს ძლიერი ეკონომიკა აქვს და ვითარდება, ასევე დასტურდება ლარის კურსით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გამყარდა, ბაზარმა გაუძლო ხელოვნურ რყევებს და სიჯანსაღის, სიძლიერის მაღალი დონე აჩვენა“, – წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.