Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი – გიორგი გველესიანი

მარშალ პრესი 06/07/2024
1719940442_281030

„მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა ჩვენი მხრიდან“,-ამის შესახებ განცხადება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა გააკეთა. მისი თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ დებოშის შემოტანას, რაც არ გამოუვათ, რადგან გუნდი არის ერთიანი.

“პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავიხადო იმისთვის, რაც მოხდა. პირველ რიგში მივიღეთ ჩვენ ღირსების ორდენი და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდო . ასევე, დავიმსახურეთ ხალხის სიყვარული, რაც ფასდაუდებელია ჩვენთვის. ასევე, მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა ჩვენი მხრიდან.

მე პირადად არანაირ მხარეს არ წარმოვადგენ და ყველანაირად ვემიჯნები ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნებისმიერი ნეგატივის სახის განცხადებას. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვიბრძვით უმაღლესი მიზნებისთვის, ჩვენ გვაქვს ერთობა და ჰარმონია. არის ძალები რომლებიც ცდილობენ ამ ჰარმონიის დარღვევას, რაღაც დებოშის შემოტანას რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოუვათ. იმიტომ, რომ ჩვენი ერთიანობა არის ჩვენი წარმატების საწინდარი,”-განაცხადა გიორგი გველესიანმა.

Post navigation

Previous: აშშ-ს იმედი აქვს, რომ გაისად საქართველოს, ამერიკის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი და მათი ბრძანებების თუ სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ხელისუფლება ეყოლება
Next: ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.