Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავად ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ გინდა ჩამოეკიდო ფეხბურთელებს და მათ წარმატებას, უკვე ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არჩევნები წაგებული გაქვს

მარშალ პრესი 06/07/2024
GURAM MACHARASHVILI

ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ აგორებულ მორიგ შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმიანება ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი და აცხადებს, რომ მაშინ, როცა ოპოზიცია საყოველთაო სიძულვილის კამპანიას ატარებს, არავის გაუკვირდება, რომ მათ არც ფეხბურთელები დაინდონ. ამ დაუნდობლობას დეპუტატი იმით ხსნის, რომ ეს ოპონენტების პოლიტიკური ანატომიაა და მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ.

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებში წაგებას უწინასწარმეტყველებს და განმარტავს, რომ ამაზე მიუთითებს ის გარემოება, თუ როგორ მანიპულირებს ის ფეხბურთელების თემით. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი იმასაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ფაქტობრივად წაგებული არჩევნები, 26 ოქტომბერს იურიდიულად გაფორმდება.

„ოპოზიციის პოლიტიკური ანატომიაა ასეთი – ისინი ერთმანეთს ჭამენ. რომელ ფეხბურთელებზე და კულტურის მუშაკებზე ვსაუბრობთ? ოპოზიციაში ერთმანეთს ჭამენ და არ ინდობენ არავის თუ მას ბელადისგან და დასავლეთისგან განსხვავებული აზრი აქვს. რა თქმა უნდა, ისინი არც ფეხბურთელებს, არც კულტურის მუშაკებს და არც არავის დაინდობენ და ეს ფაქტია.

დღეს ოპოზიციაში ის შეძლეს, რომ ჩაშალეს დავალება ფეხბურთელებისთვის არ დაერტყათ ლიდერებს და ფრთხილად ჩაუარეს ამ თემას. თავად ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ გინდა ჩამოეკიდო ფეხბურთელებს და მათ წარმატებას, უკვე ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არჩევნები წაგებული გაქვს. ერთია, მათ არ უნდათ ეს დე-ფაქტო წაგება 26 ოქტომბერს დე-იურედ გაფორმდეს. ამას ცდილობენ ახლა და არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო კამპანია; იმაზე, ლგბტ დროშით დავდივართ თუ ეროვნულით; გვინდა სუვერენიტეტი თუ დამოკიდებულება და ომი გვსურს თუ მშვიდობა,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს არ უნდა ეწყინოთ არცერთი ბოღმიანი სიტყვა, რომელიც ლიბერალურ-ფაშისტურმა უმცირესობამ მათ სრულიად ბუნებრივ მადლიერებას დაუპირისპირა. როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი და სწორი ადამიანი ხარ
Next: აშშ-ს იმედი აქვს, რომ გაისად საქართველოს, ამერიკის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი და მათი ბრძანებების თუ სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ხელისუფლება ეყოლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.