Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 05/07/2024
ua

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აღინიშნა, რომ ვიზიტი უკრაინასთან შეთანხმებისა და კოორდინაციის გარეშე განხორციელდა.

„ჩვენი სახელმწიფოსთვის პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, ურყევი რჩება და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მკაცრად დაიცვას იგი“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ შვეიცარიაში გამართულმა მშვიდობის პირველმა გლობალურმა სამიტმა, რომელშიც უნგრეთმაც მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ასზე მეტი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია მშვიდობის ხედვას იზიარებს, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს ქარტიის პატივისცემაზე.

ვიქტორ ორბანი მოსკოვში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა.

Post navigation

Previous: ვწუხვარ და ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, მუსიკალური საზოგადოების და სრულიად საქართველოს გულისტკივილს
Next: საქართველოს ყრუთა კავშირში საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.