Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციას ფეხბურთელების თავიანთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ

მარშალ პრესი 05/07/2024
levan nikoleishvili

ეს ოპოზიციაში არიან უმადურები, რომელთაგან ზოგი სიკვდილს და შიმშილს გადარჩენის მიუხედავად, თავიანთი სამარცხვინო უმადურობით კრიჭაში უდგანან ივანიშვილს, თორემ ჩვენმა ვაჟკაცებმა ფეხბურთის თამაშიც იციან, სიყვარულის გამოხატვაც და მადლობის თქმაც, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, მთელი გუნდის სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მათი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ნიკოლეიშვილის თქმით, ოპოზიციას ფეხბურთელების თავიანთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ – ბიჭებმა თავის საქმე აკეთეს და კარგი ფეხბურთი აჩვენეს, ახლა კი ოპოზიციის გასაოცრად, როგორც ვაჟკაცთა წესია მადლობაც უთხრეს ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუ“-ს.

„ისევ არ გაუმართლა რადიკალურ ოპოზიციას: ჯერ იყო და ჩურჩულით სისინებდნენ, ფეხბურთელების თავიანთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვა უნდოდათ-არ გამოუვიდათ-ბიჭებმა თავის საქმე აკეთეს და კარგი ფეხბურთი გვაჩვენეს. მერე ნიშნის მოგებით იძახდნენ ბიძინა ივანიშვილს დაპირებული თანხის გადახდა მოუწევსო-არა და ბიძინა ივანიშვილმა საჩუქარი უანგაროდ გადასცა ფეხბურთელებს. ახლა კი ოპოზიციის გასაოცრად, როგორც ვაჟკაცთა წესია მადლობაც უთხრეს ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუ“-ს. ეს ოპოზიციაში არიან უმადურები, რომელთაგან ზოგი სიკვდილს და შიმშილს გადარჩენის მიუხედავად, თავიანთი სამარცხვინო უმადურობით კრიჭაში უდგანან ივანიშვილს, თორემ ჩვენმა ვაჟკაცებმა ფეხბურთის თამაშიც იციან, სიყვარულის გამოხატვაც და მადლობის თქმაც“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი…აბა რა უნდა ექნათ? – ინგა გრიგოლია
Next: ნაციონალური მოძრაობის მიმდევართა კამპანიამ იდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025