Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ივანიშვილის მიგდებული მილიონები რომ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, უნდა ხვდებოდნენ – ანა სუბელიანი

მარშალ პრესი 05/07/2024
ana subeliani

ივანიშვილის მიგდებული მილიონები რომ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, უნდა ხვდებოდნენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი ანა სუბელიანი წერს.

ის წარმატებულ ქართველ ფეხბურთელებს იმის გამო აბულინგებს, რომ მათ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ ჯილდო მიიღეს და ამისთვის მადლობაც გადაიხადეს.

„დღეს იმხელა ქება-დიდება მივუძღვენი კაშიას პირდაპირ ეთერში და ისე ჩამწყდა გული ახლა ამ ივანიშვილისთვის გადახდილ მადლობაზე, რო რა გითხრათ.. ყველაზე სწორი საქციელი ნაკრებისგან ამ ფულის საბავშვო კლუბებისთვის გადარიცხვა იქნებოდა და იმის უნარისა და ძალის შენარჩუნება, რო მათი აზრი და სიტყვა არ შეესყიდა დედამ*****ლ ოლიგარქს. საერთოდ ამ ვითარებაში ივანიშვილის მიგდებული მილიონები რო შეურაცხმყლფელი და დამამცირებელია, ამასაც უნდა ხვდებოდნენ წესით. ვწუხვარ ძალიან“, – წერს სუბელიანი.

როგორც ცნობილია ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

Continue Reading

Previous: სამწუხაროდ ზიზღის და სიძულვილის კამპანია გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან გრძელდება და დიმა ობოლაძის მაგალითი იყო კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება
Next: რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი…აბა რა უნდა ექნათ? – ინგა გრიგოლია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025