IMG.GE IMG.GE

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ნებისმიერი ნიშნით ადამიანების დაყოფა და ამის მიხედვით წარმომადგენლობით დემოკრატიულ ორგანოში კვოტების მიცემა, თავისუფლებისა და აღნიშნული ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.

ამასთან, ბოკერიამ ამ საკითხზე „ლეიბორისტული პარტიის“ წვრის, შალვა ნათელაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მსგავსი ლექსიკით საუბარი მიუღებელია.

„სასქესო ორგანოები და ასეთი განცხადებები ჩემთვის არ არის მისაღები. მე და ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მაგ ლექსიკას არ ვიყენებთ, მაგრამ ნებისმიერი ნიშნით ადამიანების დაყოფა, იქნება ეს გენდერი, თუ სხვა ნიშანი და ამის მიხედვით წარმომადგენლობით დემოკრატიულ ორგანოში კვოტების მიცემა, თავისუფლებისა და ამ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. ანუ, იარლიყს ასვამ. „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტი კანდიდატი ქალი გვყავდა მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნებზე.

არ შეიძლება, მიზეზების გამო, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ქალების მიმართ რეალურად არსებობს –  ზეწოლის, დისკრიმინაციის საზოგადოებაში და ჩვენს ოჯახებში, რაც სერიოზული პრობლემაა, ამის გამო, მიზეზებთან ბრძოლოს მაგივრად, შედეგი დააყენო ხელოვნურად. პირიქით, იმავე საქმეს აფუჭებ. ასე აყენებს საკითხს, თითქოს ქალებს თავისით არ შეუძლიათ მიღწევა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, თავისუფლებისა და ქალთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება