Skip to content
23/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გურამ კაშიამ ადამიანური მადლიერების გრძნობა გამოხატა, ხოლო უსამშობლო არსებებმა უკვე აიყვანეს თავის ბინძურ სამიზნეში და მადლიერების გამოხატვის გამო მიწასთან გაასწორეს

მარშალ პრესი 04/07/2024
david kartvelishvili

„ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ელემენტარული ადამიანური მადლიერების გრძნობა გამოხატა ქართველი გულშემატკივრის, ფონდ “ქართუსა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ იმ მხარდაჭერისა და ქველმოქმედების გამო, რომელიც ჩვენმა გუნდმა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეებისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების მხრიდან დამსახურებულად მიიღო“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, უსამშობლო არსებებმა დღეს უკვე კაშია აიყვანეს თავის ბინძურ სამიზნეში და მადლიერების გამოხატვის გამო მიწასთან გაასწორეს.

„ახალი აღთქმა: სახარება და სამოციქულო – არაერთ მოძღვრებას უთმობს ადამიანის უმადურებისა და მადლიერების თემას. წმინდა პავლე მოციქული ამაზე შორს მიდის და პირდაპირ გვაფრთხილებს: “უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარენი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი, გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდეთ”.

დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ელემენტარული ადამიანური მადლიერების გრძნობა გამოხატა ქართველი გულშემატკივრის, ფონდ “ქართუსა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ იმ მხარდაჭერისა და ქველმოქმედების გამო, რომელიც ჩვენმა გუნდმა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეებისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების მხრიდან დამსახურებულად მიიღო. ხოლო პავლე მოციქულის მიერ გამოტანილი განაჩენის მატარებელმა უსამშობლო არსებებმა დღეს უკვე კაშია აიყვანეს თავის ბინძურ სამიზნეში და მადლიერების გამოხატვის გამო – მიწასთან გაასწორეს. დავუჯეროთ მოციქულ პავლეს – ვერიდოთ ასეთებს…“-წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ დაეჯილდოებინა ეროვნული ნაკრები – არავინ და არაფერი უშლიდა ხელს სხვებს, რომ დაეფასებინათ ისინი, მაგრამ თავი შეიკავეს
Next: -მჯერა ჩვენი ეროვნული ნაკრების მომავალი წარმატებებისა და ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომის, რასაც კიდევ მრავალჯერ იხილავს ქართული საზოგადოება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.