Skip to content
23/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

მარშალ პრესი 04/07/2024
tamar chiburdanidze
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს, „ამერიკის ისტორიაში 4 ივლისი, რომ არ ყოფილიყო, ვერ იქნებოდა ის, რაც დღეს არის.“

მისივე თქმით, ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, მხოლოდ თავისუფალ ხალხს შეუძლია და არა სხვის მორჩილებაში მყოფთ.

„თუ ვინმემ იცის დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი, მათ შორის ამერიკელმა ხალხმა. ორი საუკუნის წინ მიღებული „თავისუფლების დეკლარაცია“ უძლიერესი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საბაბი გახდა. შეუძლებელია არ აფასებდე იმ სახელმწიფოს, რომელიც თავისუფლების სიმბოლოდ და სახელმწიფოებრიობის მაგალითად იქცა მთელს მსოფლიოში.

ამერიკის ისტორიაში 4 ივლისი, რომ არ ყოფილიყო, ვერ იქნებოდა ის, რაც დღეს არის. ძლიერ სახელმწიფოს მხოლოდ თავისუფალი ხალხი ქმნის და არა სხვის მორჩილებაში მყოფი ერი. სწორედ ამისთვის ვისწრაფვით დღეს, რომ საქართველო გახდეს სრულად დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რათა თავად შევძლოთ ქვეყნის მართვა და ძლიერ, ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.

ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ბრძოლას სუვერენიტეტისთვის აუცილებლად დააფასებენ და ჩვენი ურთიერთობებიც ძლიერ პარტნიორობაში გადავა,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრება დაიწყო
Next: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.