Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის

მარშალ პრესი 03/07/2024
irakli kobakhidze

მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის და ქართული მხარის სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა.

„მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიო მასშტაბით, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.

მე არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე, თუმცა ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, ჩვენ ვიხილოთ ისეთი შემხვედრი ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომელიც თვისებრივად გააჯანსაღებს ურთიერთობებს, რაც ასე სჭირდება ორივე ქვეყანას.მე ასე მჯერა. ეს სჭირდება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე საქართველოს, ორივეს თანაბრად“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ეუთო-ს რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა – პრემიერი
Next: ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოუწყო მათ, იყო აბსოლუტურად დამსახურებული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025