Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთი ხელით რომ საქართველოს მიმართ მეგობრული ჟესტი კეთდება და მეორე ხელით – ოკუპანტი რუსეთის სასარგებლო განცხადებები, ეს მიუღებელი და დაუშვებელია

მარშალ პრესი 03/07/2024
guram macharashvili

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ცალკეა მოხსენიებული, ხოლო რუსეთს არ აქვს ოკუპანტის წოდება.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთი ხელით რომ საქართველოს მიმართ მეგობრული ჟესტი კეთდება, ხოლო მეორე ხელით – ოკუპანტი რუსეთის სასარგებლო განცხადებები, ეს მიუღებელი და დაუშვებელია.

„ეუთოს ამგვარი რეზოლუცია ჩვენთვის შემაშფოთებელია. სწორედ ამიტომ, ქართულმა დელეგაციამ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

ის, რომ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკულმა მხარემ ასეთი ტიპის შესწორებები შეიტანოს რეზოლუციაში [რაც ზემოთ ჩამოვთვალე], რომელიც სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, საქართველომ კი ამას ხმისამოუღებლად დაუჭიროს მხარი. ეს ისეთი შესწორებებია, რომელსაც, წარმოიდგინეთ, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამაც კი არ დაუჭირა მხარი. ეს ხომ ყველაფერზე მეტყველებს?

ერთი ხელით რომ ჩვენს მიმართ მეგობრული ჟესტი კეთდება და მეორე ხელით – ოკუპანტი რუსეთის სასარგებლო განცხადებები, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი და დაუშვებელია. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენს ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში განხილვის თემა არ არის.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Next: ვიოლა ბუკიას თქმით, მათ მხარეს პატიოსანი ადამიანები არიან, ხოლო “იმედში” უტიფრები და უნამუსოები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025