Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ეკა სეფაშვილი ვილნიუსში ევროპის სოციალური ქარტიის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

მარშალ პრესი 03/07/2024
received_1031971508529202

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, ოთხ ივლისს, ევროპის სოციალური ქარტიის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლიეტუვას რეპუბლიკის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება.

კონფერენციის მიზანია ხაზი გაესვას ქარტიის მნიშვნელობას, მონიტორინგისა და კოლექტიური საჩივრის პროცედურას, როგორც საუკეთესო მართვის პრაქტიკის უმნიშვნელოვანეს ელემენტს დღევანდელ რეალობაში.

კონფერენციაში მონაწილეობენ ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, როგორებიცაა: ლიეტუვას სოციალური და შრომის საკითხების მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, ევროპული კომისიის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციას აორგანიზებს ლიეტუვა, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რითაც იგი რეიკიავიკის სამიტის შედეგად წარმოშობილ მისიას შეასრულებს.

კონფერენციის დასასრულს მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა შემუშავდება.

Continue Reading

Previous: ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჩაერთნენ
Next: რადიკალებს სახალხო ზეიმზეც კი დესტრუქციის მცდელობა ჰქონდათ – სამარცხვინოდ დაიწყეს ზუზუნი პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025